Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად

მარშალ პრესი 13/10/2024
RATI-BREGADZE-2

ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„როგორც მოგეხსენებათ ამნისტია არის ძალიან ჰუმანური აქტი, რომელიც ადამიანებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დატოვონ პენიტენციური დაწესებულება, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ნორმალურ ცხოვრებას.

ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, იმაზე მნიშვნელოვანი საქმე რა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, რომ მიანიჭოს ადამიანებს თავისუფლება. თუმცა საბედნიეროდ, ჩვენი აქტიური ჩართულობის შედეგად ეს პრობლემა გადაიჭრა და პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.

დღეს უკვე ამნისტიის კანონის შედეგად მრავალ ადამიანს შეუძლია დატოვოს პენიტენციური დაწესებულება და დაუბრუნდეს საზოგადოებაში ნორმალურ ცხოვრებას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: რა შუაშია ვინმეს დაცინვა, პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ მეგობრებს და ეს ყველა პლატფორმაზე გამოიხატა
Next: მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი თავისთან რეზიდენციაში, თქვენთან მაქვს პრობლემაო, მან გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი – თეა წულუკიანი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.