Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა შუაშია ვინმეს დაცინვა, პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ მეგობრებს და ეს ყველა პლატფორმაზე გამოიხატა

მარშალ პრესი 13/10/2024
levan machavariani

რა შუაშია ვინმეს დაცინვა, პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ეს ყველა პლატფორმაზე გამოიხატა, – განუცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე საუბრისას „იმედის კვირას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საქართველო 600-ზე მეტ რეზოლუციას მიუერთდა, როდესაც ათობით ქვეყანა თავს იკავებდა და რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინას სასარგებლოდ იყო.

„ათობით ათასი უკრაინელი შევიფარეთ და დავუნიშნეთ სოციალური დახმარება. ჰუმანიტარული დახმარებით კი მსოფლიოში პირველ ადგილს ვიკავებთ.

ეს მეგობრობა, სამწუხაროდ, მთავრობების დონეზე ცალმხრივია, თუმცა ჩვენ გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

ხელისუფლების მიმართულებით რომ ვთქვათ, იქ ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა ომამდეც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მეგობრობასა და ინტერესებს. საყოველთაოდ და მსოფლიოში ცნობილი კრიმინალები, მსჯავრდადებულები, რომლებიც საქართველოდან გაიქცნენ, ბატონი ადეიშვილია ამის ყველაზე კარგი მაგალითი; იმ დროს – მიხეილ სააკაშვილიც; შემდეგ – ლორთქიფანიძე, ვანო მერაბიშვილის მოადგილე. ძალიან მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს და რა თქმა უნდა, ეს არამეგობრული ჟესტი იყო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

Post navigation

Previous: შსს განცხადებას ავრცელებს
Next: ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.