Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების ფარული მხარეა

მარშალ პრესი 13/10/2024
mamuka mdinaradze

ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ. სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა, – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მდინარაძე პრეზიდენტის ბრიფინგს გამოეხმაურა.

„დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში! ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით! ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა! ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით!

აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ. სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ. ერთი საინტერესო დეტალიც – გახარიას კანონით არ ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო და ამის მიუხედავად ნაცმედიები დაუბრკოლებლად უშვებენ მის ვიდეორგოლებს“, – წერს მდინარაძე.

Post navigation

Previous: ქართული არა, “ომის ქარტიით” წახვედი ევროპაში და პირობა კი არა, დავალება მიიღე პატრონებისგან – ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს
Next: ვაშინგტონის კაბინეტებში ჰგონიათ, რომ საქართველო მათი შექმნილია – ლევან მამალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.