Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართული არა, “ომის ქარტიით” წახვედი ევროპაში და პირობა კი არა, დავალება მიიღე პატრონებისგან – ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს

მარშალ პრესი 13/10/2024
zurab kadagidze

ტექნიკური მთავრობა კი არა, ტექნიკური მარილი მოაყარე მოსახვევში, მოლიპულია და რამეს არ წამოასკდეთ ქალბატონო სალომე! – ასე მიმართავს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპაში “ქართული ქარტიით” იმყოფებოდა და დაპირებებიც მიიღო.

ქადაგიძის თქმით, ზურაბიშვილი არა ქართული, არამედ ომის ქარტიით იყო წასული და დავალება მიიღო, “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს.

“ტექნიკური მთავრობა კი არა, ტექნიკური მარილი მოაყარე
მოსახვევში, მოლიპულია და რამეს არ წამოასკდეთ ქალბატონო სალომე!

„ქართული ქარტიით“ წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ
პირს და მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა, დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან”

ქართული არა, “ომის ქარტიით” წახვედი ევროპაში და პირობა კი არა, დავალება მიიღე პატრონებისგან, რომ კოლექტიური ნაც-მოძრაობის მთავრობაში დაბრუნებისთანავე დავეწევით და გავუსწრებთ უკრაინას ნგრევით, კორუფციით და სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საზარბაზნე ხორცის როლის სანიმუშო შესრულებით.

მოკლედ, შენ ისეთ დღეში აღმოჩნდები მალე ქალბატონო, რომ ბებიაშენის ფაიფურების წაღება, მეტროთი მოგიწევს სახლში.” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ყველა ხედავს, რომ საქართველოს გარკვეული ძალები უკრაინის ბედის გაზიარებისკენ უბიძგებენ
Next: ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების ფარული მხარეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.