Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

მარშალ პრესი 10/10/2024
irakli kobakhidze

ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ვინაიდან იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე.

„მოგეხსენებათ, 20 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება და ახლა გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება ეს დასკვნა. არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ იდენტური არა, მაგრამ გარკვეული ტიპის ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თავისთავად, ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში. ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიაღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი
Next: ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.