Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიაღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი

მარშალ პრესი 10/10/2024
irakli kobakhidze

სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ. ვერაფერს მიაღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.

არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას რეალურად, არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი განავითაროს.

„ეს ძალიან კარგად დამტკიცდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შარშანდელი მოვლენებიდან გარკვეული განცდა დარჩა, რომ თუ რევოლუციურ პროცესებს წამოიწყებ, ხელისუფლებას უკან დაახევინებ და ყველაფერზე შეიძლება წამოიყვანო. წელს ყველამ კარგად დაინახა, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი. შესაბამისად, ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც ასევე განწირულია წარუმატებლობისთვის. სახელმწიფო მზად არის ყველაფრისთვის და სახელმწიფო ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებს ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი სხვადასხვა თვალსაზრისით.

„ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ის მუხტი, რომელიც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გავანიავებინეთ წინასწარ. ეს მოხდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესების განვითარებას ვერავითარი შედეგი ვერ ექნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა, უსამართლო დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი
Next: ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025