Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ მათი გეგმები არის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა

მარშალ პრესი 07/10/2024
eka sepashvili

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის კონსულტაციები არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა სეფაშვილის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა რევოლუციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად დაწყებული მზადება. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ასეთი გეგმებისათვის მზადება დასტურია იმის, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს და მხოლოდ დესტრუქციით გეგმავს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება, რომ ისინი ემზადებიან რევოლუციისთვის და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისთვის. ტექნიკური მთავრობა რატომ უნდა შედგეს, თუ ხელისუფლებაში ლეგიტიმურად, არჩევნების გზით მმართველი პარტია მოვა?

თავისთავად ცხადია, რომ ეს არის მათი გეგმები იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად იციან – ამ არჩევნებზე ვერანაირად ვერ გაიმარჯვებენ. ეს არის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული გზა, რასაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა – შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე
Next: დღეს საქართველოს სახით, თუნდაც ცალკეული ჯანსაღი ევროპარლამენტარები, ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის „ექსპორტიორებს” და ეს მისასალმებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.