Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა – შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 07/10/2024
shalva papuashvili

საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებს, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით გადაყენებას შეძლებს.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წელს ისედაც ეწურება, ამიტომ, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვინაიდან, არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცება. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.

არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: გიორგი ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს აუჯანყდა
Next: ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ მათი გეგმები არის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.