Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ, ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია

მარშალ პრესი 04/10/2024
levan nikoleishvili

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარ მოქალაქეებისთვის დაგზავნილ იმეილებს ეხმიანება, რომლითაც მათ მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რისკების შესახებ აშშ თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვენაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული.

„როცა აშშ-ს საელჩო, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ, ეს ნიშნავს რომ გარკვეული საფრთხეები და რისკები არსებობს, რაზედაც ვალდებულია თავისი მოქალაქეები გააფრთხილოს. როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ, ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია.

რახან ასეა, როგორც წესი თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ამ ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვენაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება. თუ კი ის ასე არ იქცევა და ასეთი სახის ინფორმაციას არ აწვდის ხელისუფლებას, ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ჩვენი ყველა რესურსით თანავუგრძნობთ უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა დავუშვათ მეორე უკრაინა
Next: „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.