Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დესტრუქციის ხარჯზე ეცდებიან დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ არჩევნებში არ წაუგიათ, გაუყალბეს და იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას

მარშალ პრესი 04/10/2024
tamta megrelishvili

„მოლოდინი იმის, რომ არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირმა განაცხადოს, არჩევნები არ იყო ევროპული სტანდარტით ჩატარებულიო, ძალიან დიდია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს წაგებულად მიიჩნევს და დესტრუქციისთვის ემზადება.

„მოლოდინი იმის, რომ არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირმა განაცხადოს, არჩევნები არ იყო ევროპული სტანდარტით ჩატარებულიო, ძალიან დიდია. თუ გადავხედავთ „დაუძინებელი მეგობრების“ მზაობას და ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესებში, გარე თუ შიდა აქტორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, ნიკა გვარამია და სხვები, ვნახავთ, რომ ისინი არჩევნებში თავს უკვე წაგებულად თვლიან და შეგუებულებიც არიან ამას.

ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად დესტრუქცია რჩებათ. დესტრუქციის ხარჯზე ეცდებიან, დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ არჩევნებში არ წაუგიათ, გაუყალბეს, იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას და გარკვეულ თანამდებობებს.

რადიკალური ოპოზიციის აქტივში შექმნილია რევოლუციური განწყობა. გავიხსენოთ პიტერ აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და აღიარა, რომ ატარებდა ტრენინგებს, რომელსაც ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიები და ენჯეოები
. მთავარია, რომ საზოგადოება დესტრუქციულ მოქმედებებში რადიკალებს და „დაუძინებელ მეგობრებს“ მხარს არ უბამს. ეჭვი არ მეპარება, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მზად არიან, დაცული იყოს ყველას უფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: ჯერჯერობით არსებული განცხადებები დასავლეთის მხრიდან არ ტოვებს იმის აღქმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ნამდვილად ობიექტურად იქნება შეფასებული
Next: ჩვენი ყველა რესურსით თანავუგრძნობთ უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა დავუშვათ მეორე უკრაინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.