Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქართველი ხალხის ბედი და მომავალი მისთვის არაფერს ნიშნავს

მარშალ პრესი 03/10/2024
davit chikhelidze

ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქართველი ხალხის ბედი და მომავალი მისთვის არაფერს ნიშნავს! ე.წ. პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრა დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება. ქართველი ხალხი? ქალბატონო პრეზიდენტო? რთულია იმის გაგება, რომ თქვენთვის მომეტებული ინტერესის და ზრუნვის საგანს არა საქართველო, არამედ დასავლეთი წარმოადგენს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

ექსპერტი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს ერთხელ მაინც გაითავისოს მისი პასუხისმგებლობა, იაზროვნოს სახელმწიფოებრივად და იფიქროს ქართველი ხალხის ბედზე.

„ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქართველი ხალხის ბედი და მომავალი მისთვის არაფერს ნიშნავს! ე.წ. პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრა დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება. ქართველი ხალხი? ქალბატონო პრეზიდენტო? რთულია იმის გაგება, რომ თქვენთვის მომეტებული ინტერესის და ზრუნვის საგანს არა საქართველო, არამედ დასავლეთი წარმოადგენს.

ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ? საქართველოს კრიზისზე რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში? ქართველი ხალხის ბედზე, განადგურებულ საქართველოზე? ქალბატონო პრეზიდენტო, ერთხელ მაინც გაითავისეთ თქვენი პასუხისმგებლობა და იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს შესაძლო განადგურების ფონზე დასავლეთის კრიზისზე როგორ საუბრობთ.

კონსტიტუციით მთავარსარდალი ხართ, რომელიც საკუთარ ჯარს შეურაცხყოფს, როგორ ბედავთ თქმას რომ საქართველოს არ აქვს სამხედრო ძალა, ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც ავღანეთში, ერაყში, აფრიკაში და სხვა ქვეყნებში მშვიდობას იცავდნენ, მათ არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი სიძლიერე და პროფესიონალიზმი. ჯარისკაცების და ზოგადად საქართველოს მიმართ თქვენი დამოკიდებულება არასახელმწიფოებრივი და მტრულია!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ამორალურია მისი მხრიდან ომსა და მშვიდობაზე საუბარი – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე
Next: დარჩა კიდევ კითხვები, რომ ეს ქალი იმ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლის პრეზიდენტიც არის? – მისთვის არც საფრანგეთია სამშობლო და არც საქართველო, მისთვის სამშობლო ფულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.