Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამორალურია მისი მხრიდან ომსა და მშვიდობაზე საუბარი – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

მარშალ პრესი 03/10/2024
zaal anjaparidze

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება.

ანჯაფარიძის თქმით, ამორალურია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ომსა და მშვიდობაზე საუბარი. მანვე აღნიშნა, რომ დღეს პრეზიდენტი ევროპის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავს ვიდრე საქართველოს უსაფრთხოებაზე. „ვინ არის ბოლოსდაბოლოს სალომე ზურაბიშვილი, რა უნდა და რას ერჩის ჩვენს ქვეყანას?

დიახ სწორედაც რომ ერჩის რადგანაც ეწინააღმდეგება იმას, რაც ამ ეტაპზე საქართველოს ჰაერივით სჭირდება – მშვიდობა და სტაბილურობა. დღეს ის ევროპის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავს ვიდრე საქართველოს და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ევროპელებს აშინებს, თუ პუტინი საქართველოში სამხედრო ოპერაციას განახორციელებს ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი თქვენთვის [დასავლეთისთვის].

რუსეთმა 2008 წელს განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ტერიტორიები წაგვართვა, მაგრამ ამაზე დასავლეთმა მას ურთიერთობების გადატვირთვით უპასუხა. სალომე ზურაბიშვილს, კი იმ დროს, რომ იტყვიან თითი თითზე არ დაუკრავს. ამორალურია მისი მხრიდან ომსა და მშვიდობაზე საუბარი, თან ეტყობა ტრენდი დაიჭირა და უნდა “ომის პარტიის” რიგითი წევრი გახდეს მისი ქარაფშუტული კომენტარებით მშვიდობაზე, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილს ადარდებს მხოლოდ ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს, აქ ხომ მისი სამშობლო არ არის, აუცილებლად მიმაჩნია, ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოიძიონ მისი ჩადენილი საქმეები
Next: ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქართველი ხალხის ბედი და მომავალი მისთვის არაფერს ნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.