Skip to content
06/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უშველებელი რესურსით მარაგდება რუსეთის ბიუჯეტი უკრაინის გავლით, როდესაც ენერგორესურსებს აწვდის ევროპას. ამაზე როდესაც არავინ არ ლაპარაკობს, ისმის კითხვა მაშ, რა უნდა შარლ მიშელს ჩვენგან ან იმ გერმანელ დეპუტატს, როთს რა უნდა?

მარშალ პრესი 03/10/2024
volski

უშველებელი რესურსით მარაგდება რუსეთის ბიუჯეტი უკრაინის გავლით, როდესაც ენერგორესურსებს აწვდის ევროპას. ამაზე როდესაც არავინ არ ლაპარაკობს, ისმის კითხვა მაშ, რა უნდა შარლ მიშელს ჩვენგან ან იმ გერმანელ დეპუტატს, როთს რა უნდა? – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“- ში.

მისი თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ხშირ შემთხვევაში არაფერს ამბობენ, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებზე და ეს იმ ფონზე, როდესაც არ ერიდებიან გააკრიტიკონ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გარკვეულ საკითხებზე.

„არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსი არ ლაპარაკობს იმაზე, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებობს დაძაბულობა, როდესაც პოლონელები ამბობენ, რომ გენოციდი მოახდინეს უკრაინელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელების. ან მაგალითად, ყირიმის ნახევარკუნძული გადაეცეს გაეროს მართვაში და ამაზე დაპირისპირებაა. ან თუნდაც იგივე, პოლონეთის, კანადის, ლიტვის, იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის ლიდერები ჩადიან ჩინეთთან ურთიერთობენ, არავინ ამაზე ხმას არ იღებს. არც ლიტვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენზე მეტს ვაჭრობს. უშველებელი რესურსით მარაგდება რუსეთის ბიუჯეტი უკრაინის გავლით, როდესაც ენერგორესურსებს აწვდის ევროპას.

ამაზე როდესაც არავინ არ ლაპარაკობს, ისმის კითხვა მაშ, რა უნდა შარლ მიშელს ჩვენგან, საქართველოსგან? ან იმ გერმანელ დეპუტატს, როთს, რა უნდა?

ჩვენს გარშემო ისეთი ცეცხლი ანთია, რომელმაც შესაძლოა ხვალ ჩვენთან შემოაღწიოს. ეს არის მთავარი თემა. მაგრამ ამის გვერდით, ამის პარალელურად ის პროცესები მიმდინარეობს რასაც ჰქვია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

მუდმივად არის ერთი მთავარი ამოცანა, არაფერს არ მისცენ პოზიტიური შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კვლევები აბსოლუტურად სხვა სურათს გვიჩვენებს და გაბათილდეს ის რეალობა, რომელიც არსებობს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

Post navigation

Previous: რა თქმა უნდა, ეს არ იყო უკან დახევა. პირიქით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება და გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს
Next: აუცილებელია, რომ იმ რეჟიმს დაერქვას თავისი სახელი. ყველა ელოდება ამ პროცესს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაპირები „ქართული ოცნების“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.