Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა თქმა უნდა, ეს არ იყო უკან დახევა. პირიქით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება და გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს

მარშალ პრესი 02/10/2024
david kacharava

შეკითხვას, რამდენად იყო ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებაში, როცა მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მიანიჭა, ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატი დავით კაჭარავა პასუხობს.

როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას ბიურომ იხელმძღვანელა არასამთავრობო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, როცა გავლენიანი ორგანიზაციები ღიად და დაუფარავად ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში.

„ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს არა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსთან“, არამედ სხვა მდიდარ NGO-ებთან დაკავშირებით იმის, თუ როგორ ცდილობდნენ 2020 წლის არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას, ხელისუფლების განცხადებების გადაფარვას და როგორ იღებდნენ ისინი, როგორც ოპოზიციური სუბიექტები, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.

ამას საზოგადოება ძალიან თვალნათლივ ხედავს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის ფაქტი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები სცენაზე იყვნენ ასულები და პირდაპირ მოითხოვდნენ ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომლის წევრებიც თავად უნდა ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აქ კითხვები საერთოდ აღარ არსებობს.

ფაქტები უამრავია ბოლო წლების მანძილზე დაგროვილი და ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად სამართლიანი. ხოლო იმასთან დაკავშირებით, რომ გათვალისწინებული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, ვფიქრობ, რომ ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები 26 ოქტომბერს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე ვინმემ არ სცადოს ამ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება.

ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ, თუ როგორ საუბრობენ ოპოზიციის ლიდერები იმაზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება არჩევნებზე და ვნახეთ ისიც, თუ როგორ ემზადებიან ისინი 27 ოქტომბრისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობდეს,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ერთგვარი უკან დახევა, როგორც ამას ოპოზიცია აფასებს, დავით კაჭარავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებს, ასეთი შეფასება არ იქნება სწორი.

„რა თქმა უნდა, ეს არ იყო უკან დახევა. პირიქით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება და უკვე ვთქვი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. მიმაჩნია, რომ ყველაფერი კანონიერად მიმდინარეობს და მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება”, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Post navigation

Previous: თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი
Next: უშველებელი რესურსით მარაგდება რუსეთის ბიუჯეტი უკრაინის გავლით, როდესაც ენერგორესურსებს აწვდის ევროპას. ამაზე როდესაც არავინ არ ლაპარაკობს, ისმის კითხვა მაშ, რა უნდა შარლ მიშელს ჩვენგან ან იმ გერმანელ დეპუტატს, როთს რა უნდა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.