Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ახმეტაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი აქტივობით აღინიშნა

მარშალ პრესი 02/06/2022
60
ახმეტაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი აქტივობით აღინიშნა.
ღონისძიებები ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში 10:00 საათიდან დაიწყო.
ჩატარდა კონცერტი საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით, ასევე სამუსიკო სკოლების საბავშვო გუნდებისა და ბასტი-ბუბუს სტუდიის ბავშვების ერთობლივი კონცერტი, სახელოვნებო სკოლის ბავშვების ნახატების გამოფენა-დათვალიერება, ხატვა ღია სივრცეში(პლენერი),ასფალტზე ხატვა.
ბავშვების განწყობაზე დღის განმავლობაში ანიმატორები და წამყვანები ზრუნავდნენ. ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის
მერი ალექსი ფიცხელაური,მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი იზა ბექაური და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის მეუღლეები ესწრებოდნენ.
13:00 საათიდან მხიარული სტარტები მიმდინარეობდა ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზში. მხიარულ სტარტებში ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. 2022 წლის მხიარული სტარტების გამარჯვებული ქალაქ ახმეტის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

Post navigation

Previous: ამბიციურია ჩვენი გეგმა შიდა რესურსების ათვისებასა და ენერგო დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებასთან დაკავშირებით
Next: ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.