IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჭაკუა იყო წინა ხელისუფლების რეჟიმის მთავარი დამნაშავე, ის არის მხილებული უმძიმეს დანაშაულებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვიან, მაგრამ სამართალი აღსრულდა“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გერმანიის გადაწყვეტილებას, ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცენ წამებისთვის ძებნილი, სასჯელაღსრულების ყოფილი შეფი, დავით ჭაკუა.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისათვის, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამართლის აღსრულებაში. ეს არის მაგალითი ყველასთვის. არ უნდა განმეორდეს ისეთი ფაქტები, როგორთანაც ჩვენ გვქონდა შეხება 2012 წლამდე. ეს არის უმძიმესი დანაშაულებები“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. მისი საქართველოში ექსტრადირება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე დავით ჭაკუა, პატიმრების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. ის რამდენიმე წლის წინ ავსტრიაში დააკავეს, თუმცა გირაოთი გათავისუფლდა. მისი ადვოკატის თქმით, ავსტრიამ საქართველოს ჭაკუას ექსტრადირებაზე უარი უთხრა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება