Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობამ მოყვარული კალათბურთელებისთვის ჩემპიონატი ჩაატარა

მარშალ პრესი 26/09/2024
461253116_943238861178907_190763497571194122_n
დიდუბის რაიონის გამგეობამ მოყვარული კალათბურთელებისთვის ჩემპიონატი ჩაატარა. ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანზე ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2024“ გაიმართა, რომელშიც დიდუბელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 14 გუნდი მონაწილეობდა.
პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „სფეის-ჯემიმ“ მოახერხა, მეორე და მესამე ადგილები „O.T-მ და „ჯიმ“ გაინაწილეს. საუკეთესო ბომბარდირი ნიკა გოგოხია გახდა, საუკეთესო მოთამაშე კი – ბილი ალიევი. ტურნირის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი და ნომინაციებში გამარჯვებულები დიდუბის რაიონის გამგებელმა ლადო ძნელაძემ მედლებით, სიგელებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დააჯილდოვა.

Post navigation

Previous: 1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ “ამნისტიის შესახებ” კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას – რატი ბრეგაძე
Next: ქართული ოცნების სრული საარჩევნო სია ცნობილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.