Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარიას პარტიას კიდევ ერთი წევრი ტოვებს

მარშალ პრესი 01/10/2024
levan chanturidze

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან ჭანტურიძე, პარტიას “გახარია – საქართველოსთვის” ტოვებს და მუშაობას საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად განაგრძობს.

ამის შესახებ ჭანტურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, საკრებულოში მისი დამოუკიდებლობა უფრო ეფექტიანი იქნება რაიონის კეთილდღეობისთვის.

“როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია გახარია-საქართველოსთვის. მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია საქართველოსთვის და ვხდები დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა 2021 წლის არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ ვრჩები თქვენს სამსახურში! ვფიქრობ, ჩემი დამოუკიდებლობა საკრებულოში უფრო ეფექტური იქნება რაიონის კეთილდღეობისათვის! ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ღირსებითა და ტრადიციებით ევროპულ მომავალს!” – წერს ლევან ჭანტურიძე.

Post navigation

Previous: 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!
Next: 12 წელი გავიდა, რაც ერისკაცის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში გავიმარჯვეთ და გადარჩა საქართველო!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.