Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

მარშალ პრესი 01/10/2024
GIORGI CHAKVETADZE

2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,- წერს „ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ის იდეალები, რომლის გარშემოც 2012 წელს გაერთიანდა ხალხი, დღესაც დასაცავია. ასევე, გასაფრთხილებელია თავისუფლების ის ატმოსფეროც, რომელიც 1 ოქტომბრიდან საქართველოს ქალაქებში შეიქმნა.

„2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

12 წლის წინ, უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. არჩევნებზე ხმას პირველად ვაძლევდი და სრულად გათვითცნობიერებული მქონდა რას ნიშნავდა ქართული ოცნების მხარდაჭერა.

ის იდეალები, რომლის გარშემოც მაშინ გავერთიანდით, დღესაც დასაცავია. გასაფრთხილებელია თავისუფლების ის ატმოსფეროც, რაც 1 ოქტომბრიდან საქართველოს ქალაქებში შეიქმნა.

მინდა, ეს დღე მივულოცო ქართული ოცნების თითოეულ წევრს, ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
მჯერა, 26 ოქტომბერსაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას,“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს – ივა ჩუბინიძე
Next: გახარიას პარტიას კიდევ ერთი წევრი ტოვებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.