Skip to content
07/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მარშალ პრესი 02/06/2022
285855325_384997543661265_4612104906599731924_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის დედაქალაქი 2-4 ივნისს მასპინძლობს, GLOBSEC-ის პრეზიდენტმა რობერტ ვასმა გახსნა. გახსნის ღონისძიების მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებს სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

GLOBSEC-ის 2022 წლის, რიგით მე-17 ფორუმის მთავარი თემაა მსოფლიოში უსაფრთხოებისა და ქვეყნების მდგრადობის განმტკიცების გზებზე მსჯელობა, უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ევროპული სამეზობლოს გაძლიერება, ასევე, დასავლეთის რესურსების მობილიზაცია ქვეყნების მდგრადობის განსამტკიცებლად.
ფორუმის გახსნას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი და ფორუმში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები, სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები დაესწრნენ.

GLOBSEC 2022-ი დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის 10 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, ასევე, იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

Post navigation

Previous: ოჯახის წევრები და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა
Next: შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს მანამ, სანამ ხელისუფლებაში 2-ჯერ არ მოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.