Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ოჯახის წევრები და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა

მარშალ პრესი 02/06/2022
ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

ილია ელოშვილის ბავშვობის მეგობრის, ლაშა ქევანიშვილის ინფორმაციით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა.

“ილიამ იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას ლეგალურად ფლობდა. საბედისწერო ღამეს მას კონტაქტი ჰქონდა არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მეგობრებთან. გეგმავდა მომდევნო დღეების გატარებას, იყო სრულიად ადეკვატური და ხალისიანი. როგორც ვიცი, უძილობა აწუხებდა და როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო. ეს არის უბედური შემთხვევა, ძალიან კარგად ვიცნობდი მას, მორწმუნე ვაჟკაცი იყო. სუიციდი ძალიან შორს იყო მისგან”, – აცხადებს ლაშა ქევანიშვილი.

ოჯახის კიდევ ერთი ახლობლის გიორგი წიკლაურის ინფორმაციით, ილია წინა დღით სამსახურში იმყოფებოდა, არაერთი შეხვედრა გამართა და მომდევნო დღეც სრულად გაწერილი ჰქონდა.

“დილის ხუთ საათამდე მეუღლესთან ერთად ოჯახის მოგზაურობის და დასვენების გეგმას განიხილავდა. იარაღის მოვლა, მისი გაწმენდა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც სავარაუდოდ გახდა კიდეც უბედური შემთხვევის მიზეზი”, – აცხადებს გიორგი წიკლაური.

ილია ელოშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ დათუკიშვილი აცხადებს, რომ ილია თავის მეგობრებთან ერთად ყაზბეგში, წვერის მამაწმინდას ეკლესიას აშენებდა, რომლის პროექტიც მზად იყო.

“გამორიცხულია სუიციდი, აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია. ამ დღეებში ყაზბეგში ასვლას ვაპირებდით, რადგან ხევში ვაშენებდით ეკლესიას. პროექტი მზად იყო და ვიწყებდით მშენებლობას. ამ ეკლესიას ილიას სახელზე მაინც ავაშენებთ”, – ამბობს მალხაზ დათუკიშვილი.

ილია ელოშვილი პირველ ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025