Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“

მარშალ პრესი 29/09/2024
GIA VOLSKI

ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გაძლიერებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში და კიდევ უამრავი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გადადგეს და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ლავროვის განცხადებაზე უნდა გავაკეთოთ ორიენტირი.

ლავროვი რა საკვირველია ეგრე იტყვის, მაგრამ თვითონ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ რუსეთი ხელს არ შეგვიშლის პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, რა საკვირველია ეს არ არის ცუდი მესიჯი. მთავარია როგორ გამოიყენებ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.

Continue Reading

Previous: მადლობა ქართველებს! ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან ერთად მეზეიმა ეს გამარჯვება და სიხარული – მერაბ დვალიშვილი
Next: სამართლებლივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება-პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025