Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მადლობა ქართველებს! ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან ერთად მეზეიმა ეს გამარჯვება და სიხარული – მერაბ დვალიშვილი

მარშალ პრესი 29/09/2024
merab dvalishvili

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით სამშობლოში დაბრუნდა. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 17:00 საათზე დაეშვა.

„მადლობა ქართველებს! ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან ერთად მეზეიმა ეს გამარჯვება და სიხარული“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.

„ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე“, – განაცხადა დვალიშვილმა.

Post navigation

Previous: საბურთალოზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის
Next: ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.