Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები ჩატარდა

მარშალ პრესი 02/06/2022
285736420_2290450951119416_3969799033947399813_n

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხატვის კონკურსი გაიმართა.

კულტურის ცენტრის დარბაზში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, მონაწილეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე და საკრებულოს წევრები. მუნიციპალიტეტის მერმა ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა, ლაღი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვა.

Post navigation

Previous: გამოცემა “ეურაქტივი” ნიკოლოზ სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის საავტორო სტატიას აქვეყნებს – საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი
Next: ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით: „ჩვენი ხვალინდელი საქართველო“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.