Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას

მარშალ პრესი 25/09/2024
zaal anjaparidze

მოდით ემოციების გარეშე შევხედოთ ამერიკელების მორიგ „სპეცოპერაციას“ საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. დიახ, ეს გახლავთ სწორედაც რომ სპეცოპერაცია – სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მეთაურს ჯერ გაუგზანო მიწვევა აშშ-ს პრეზიდენტის სახელით დაგეგმილ ღონისძიებაზე (ვახშამზე) და მერე გააუქმო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ქართული დელეგაციის მიწვევის გაუქმებას.

როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაციაა”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები და რაღაცით მაინც უშველოს მის ადგილობრივ ოპოზიციად წოდებულ აგენტურას.

“მოდით ემოციების გარეშე შევხედოთ ამერიკელების მორიგ „სპეცოპერაციას“ საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. დიახ, ეს გახლავთ სწორედაც რომ სპეცოპერაცია – სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მეთაურს ჯერ გაუგზანო მიწვევა აშშ-ს პრეზიდენტის სახელით დაგეგმილ ღონისძიებაზე (ვახშამზე) და მერე გააუქმო.

აშშ-ის ადმინისტრაციას შეეძლო უბრალოდ არ გაეგზავნა მიწვევა და აეხსნა ეს იმით რითიც ახსნა, მიწვევის გაუქმება. თუმცა, სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია,“ რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები და რაღაცით მაინც უშველოს მის ადგილობრივ ოპოზიციად წოდებულ აგენტურას, პულსი რომ ძლივს ესინჯება.

მე კი ვფიქრობ, რომ ამერიკელებმა ვერ გადახარშეს ის ბოღმა, რაც დაუგროვდათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს ელჩს მკაფიოდ ეთქვა, რომ თუ აშშ გააგრძელებდა საქართველოს მიმართ იმ ხაზს რაც აირჩია, საქართველოს მხრიდანაც მოხდებოდა აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა. აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაციისგან საქართველოს მისამართით ეს ბოლო გასროლა კი შავ ლაქად დარჩება ორმხრივ ურთიერთობებში. თუმცა, როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო აშშ-ს მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა
Next: ეს საქციელი მხოლოდ ამერიკას და ამერიკელ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რაც ძალიან სამწუხაროა, გიგაურის დონემდე დაცემა არ ეკადრება ამერიკას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.