Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო აშშ-ს მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა

მარშალ პრესი 25/09/2024
tamta megrelishvili

პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მიწვევის გაუქმება ხელოვნურად შექმნილი თემაა, რათა ქართულმა ჩარეცხილმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიამ ჟურნალისტებით საკუთარი ბაბლი ამ თემაზე მისეული ნარატივით ასაზრდოოს.

“პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა. პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება არის ხელოვნურად შექმნილი თემა, რათა ქართულმა ჩარეცხილმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიამ ჟურნალისტებით საკუთარი ბაბლი ამ თემაზე მისეული ნარატივით ასაზრდოოს.

რაც შეეხება სპეკულაციას, რომ საქართველოს პრემიერს თითქოს “ხელს არავინ ართმევს” და ზელენსკის ხელსაც ართმევენ და მქუხარე აპლოდისმენტებითაც აჯილდოებენ ეს პოლიტიკურად კარგად გაყიდვადი საჩვენებელი დადგმაა. სინამდვილეში იქ მსხდომთაგან ყველამ კარგად იცის ყოველდღიურად რა სისხლის ფასი უჯდება უკრაინას ზელენსკისათვის დასავლეთის და ევროპის ლიდერების მიერ გაწვდილი ხელის გულთბილი ჩამორთმევა და რომ ომი უკრაინაში დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია რომელსაც დათანხმდა ზელენსკი. მინაწერი: ჩვენ ომს გადარჩენილ ხალხს მშვიდობიანი საქართველო გვირჩევნია ზოგიერთი უცხოელი ლიდერის “გულთბილ” მისალმებას. სისხლისა და ომის ფასად პოლიტიკურად ყალბი და ცრუ მეგობრობანას თამაში ქართულ სახელმწიფოს არ სჭირდება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: სადაც მონღოლეთია ბლინკენისთვის “დემოკრატიის ოაზისი”, რომელსაც სანქცირებული პუტინი სტუმრობს, იქ კატარელებსაც შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, საქართველო კი “არასწორ ტრაექტორიაზეა
Next: სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.