Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცების” მიერ სტრასბურგში შესატან სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია V-Dem დაწინაურდა, რომელმაც მორიგი “ანტიოპოზიციური” აქტი ჩაიდინა – საქართველომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ისტორიული მაქსიმუმი დაიმსახურა

მარშალ პრესი 23/09/2024
david kartvelishvili

“ნაცების” მიერ სტრასბურგში შესატან მორიგ სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია «Varieties of democracy» (V-Dem) დაწინაურდა, რომელმაც მორიგი “ანტიოპოზიციური” აქტი ჩაიდინა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, V-Dem-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო ბანკის “გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზამ“, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი – 100-დან 82 პროცენტი დაიმსახურა.

“ნაცების მიერ სტრასბურგში შესატან მორიგ სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია «Varieties of democracy» (V-Dem) დაწინაურდა, რომელმაც მორიგი “ანტიოპოზიციური” აქტი ჩაიდინა. მსოფლიო ბანკის “გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზამ“, ამ ორგანიზაციის მიერ მრავალწლიან დაკვირვებებზე დაყრდნობით, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება. მათ შორის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასების 100% იანი სისტემით – საქართველომ 82% დაიმსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია”, – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს – საფრანგეთის პრეზიდენტი
Next: წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.