Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არა მგონია, სამართლიანობის აღდგენას დაწესებული ვადები ჰქონდეს. თუ არსებობს სამართლის დარღვევა, ის უვადოა. თუ ჩვენ შევძლებთ ამის გამოსწორებას, ეს იქნება გაკეთებული ძალიან კარგი საქმე

მარშალ პრესი 23/09/2024
xatuna

სამართლიანობის აღდგენა დაგვიანებული არასდროსაა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ხათუნა ხოფერიამ.

მან „ნაცმოძრაობის“ სამართლებრივ პასუხისგების საკითხზე ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივას წარმოადგენს.

„არა მგონია, სამართლიანობის აღდგენას დაწესებული ვადები ჰქონდეს. თუ არსებობს სამართლის დარღვევა, ის უვადოა. ის არის ფაქტი და თუ ჩვენ შევძლებთ ამის გამოსწორებას, რა თქმა უნდა, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ეს იქნება გაკეთებული ძალიან კარგი საქმე. ქართულ საზოგადოებაში ეს მოლოდინი ყოველთვის იყო და განცდა ამ უსამართლობის ძალიან დამთრგუნველი იყო. ისინი გასასამართლებელი ნამდვილად არიან. ამის ბევრი საფუძველია და მათ შორის, მიმაჩნია, ერთ-ერთია 2008 წლის ომი და ის ქმედებები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი“, – აღნიშნა ხოფერიამ.

მან „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ „ეს საქმე დაიძვრება, როდესაც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური უმრავლესობა დაფიქსირდება“.

Post navigation

Previous: რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ინფორმაცია იყო სუსის მხრიდან გამოქვეყნებული, რომ საეჭვო მოძრაობებია დაწყებული არჩევნების არცნობასთან დაკავშირებით
Next: საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.