Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ინფორმაცია იყო სუსის მხრიდან გამოქვეყნებული, რომ საეჭვო მოძრაობებია დაწყებული არჩევნების არცნობასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 22/09/2024
sozar subari

ჩვენი ოპონენტების კრიტიკა მომდინარეობს იქიდან, რომ ან ომში იქნები ან გაცხადებენ მტრად და თუ მტრად გაცხადებენ, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გაგაშავონ საერთაშორისო საზოგადოების თვალში და მოახდინონ ზეწოლა სანქციებით, ცუდი პიარით თუ სხვადასხვა ცრუ ანგარიშებით, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„30 წლის წინ არც ვიცი რა მოხდა, მაგრამ თურმე რაღაც მკვდარ ვეშაპს თავი მოაჭრა რობერტ კენედი უმცროსმა და იმის გამო რომ ახლა მან ტრამპს დაუჭირა მხარი, ახლა გაახსენდათ ეს საქმე და ახლა დაიწყეს გამოძიება მის წინააღმდეგ და ესენი ჩვენ გველაპარაკებიან დემოკრატიაზე?

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ინფორმაცია იყო სუსის მხრიდან გამოქვეყნებული, რომ საეჭვო მოძრაობებია დაწყებული არამხოლოდ არჩევნების არ ცნობასთან დაკავშირებით, არამედ იქ არეულობის მოწყობაში ძალოვანი კომპონენტის ჩართვაც და შემთხვევითი არც ის იყო, რომ 18 წელ მისჯილი ხეჩუაშვილი შემოვიდა საქართველოში. ასეთი კრიმინალი ტყუილად რომ არ შემოვიდოდა ქვეყანაში ესეც ნათელია.

ამ ფონზე ძალიან მკაფიო იყო ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, სადაც პირდაპირ წერია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა რომ არ მოხდეს, უნდა ჩამოვიდეს ამერიკის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, რომელმაც უნდა დაუჭიროს მხარი დემონსტრანტებს ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველა იმ კანონდამრღვევ „ენჯეოს“, რომელიც არ ასრულებს კანონის მოთხოვნას უნდა დაეხმარონ ფინანსურად, რომ მათ გადაუხადონ თანხები.ეს არის ძირგამომთხრელი მოღვაწეობა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას
Next: არა მგონია, სამართლიანობის აღდგენას დაწესებული ვადები ჰქონდეს. თუ არსებობს სამართლის დარღვევა, ის უვადოა. თუ ჩვენ შევძლებთ ამის გამოსწორებას, ეს იქნება გაკეთებული ძალიან კარგი საქმე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025