Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

მარშალ პრესი 01/06/2022
ჯო ბაიდენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან ახალ პაკეტს ვაცხადებ უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, აშშ შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა ახალ შესაძლებლობებსა და მოწინავე შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს.

დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სათვალთვალო რადარებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა
Next: პოეტი დათო მაღრაძე თბილისის მერის ყოფილ მოადგილე, ილია ელოშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.