Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

მარშალ პრესი 01/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ სომეხ ხალხს კი კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს. გამოითქვა არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდა.

Post navigation

Previous: არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს
Next: ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.