Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი მაკრონის ინიციატივაზე: მისასალმებელი იქნება ნებისმიერი დამატებითი მექანიზმი, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებაში დაეხმარება და ამ შესაძლებლობას განვიხილავთ

მარშალ პრესი 01/06/2022
ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი ემანუელ მაკრონის წინადადებაზე გამოეხმაურა, რომელიც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნას გულისხმობს. საქართველოს საგარეო მინისტრის თქმით, მთავრობა საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

„ჩვენ ვიცით საფრანგეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივის შესახებ, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. რამდენადაც ვიცით, ეს არ იქნება იმ ინტეგრაციის გზის ალტერნატივა, რომელიც შეთავაზებულია საქართველოსთვის და ასოცირებული ქვეყნებისთვის. რადგან ეს არ იქნება ალტერნატივა და ჩვენ დავრჩებით მთავარ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის. თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან მისასალმებელი იქნება ნებისმიერი სხვა დამატებითი მექანიზმი, რომელიც საქართველოს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებს ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებაში დაეხმარება და ამ შესაძლებლობას განვიხილავთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიაში შეხვედრებს მართავს.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
Next: ნიკა მელიას ისევ წყალი შეუყენეს – დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025