Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 01/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრატისლავაში 2-4 ივნისს იმართება.

მთავრობის მეთაური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვა ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.

Post navigation

Previous: ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, პატარებს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
Next: ილია დარჩიაშვილი მაკრონის ინიციატივაზე: მისასალმებელი იქნება ნებისმიერი დამატებითი მექანიზმი, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებაში დაეხმარება და ამ შესაძლებლობას განვიხილავთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.