Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს ბიბლიოთეკაში დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 01/06/2022
ახმეტააა

დედოფლისწყაროს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ქ. დედოფლისწყაროს N 2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს. პატარებს ბავშვთა დაცვის დღე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, მერის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა, საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ბახუტაშვილმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მიულოცეს.

,, დღეს, ბავშვთა დაცვის დღეცაა და ნინოობაც. წმინდა ნინოს მადლი და მფარველობა არასოდეს მოკლებოდეს ამ არაჩვეულებრივ პატარებს , მათ მეგობრებს, სრულიად საქართველოსა და მსოფლიოს ბავშვებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ბედნიერი მომავლისათვის. მშვიდობას და ბედნიერ ბავშვობას გისურვებთ . მადლობას გიხდით ამ დღის გაფერადებისათვის“-აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა.

Continue Reading

Previous: ამდენი წელია ამერიკელები ხელისუფლებას არ დახმარებიან – ამას ერთადერთი მიზეზი აქვს სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია და უსუფაშვილი მათთვის შვილები არიან. ეს არის მათი აგენტურა
Next: ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, პატარებს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025