Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ქართული ოცნების” წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა პარტია „ახალის“ წევრმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა

მარშალ პრესი 16/09/2024
vakhtang lemonjava

წუხელ, გვიან ღამით, „ქართული ოცნების” წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა პარტია „ახალის“ წევრმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა.

ვახტანგ ლემონჯავა კოლაიცია „ახალი-გირჩი-დროას“ ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგა ლემონჯავას მამაა.

„სოფელ ლესიჭინეს ცენტრში დავტოვე ჩემი კუთვნილი ავტომანქანა, წავედით შეხვედრებზე და როცა მოვბრუნდი ვნახე მანქანასთან შეგროვილი ხალხი. როგორც შემდეგ გავარკვიე, არაფხიხელ მდგომარეობაში მყოფი ვახტანგ ლემონჯავა მივარდა ავტომანქანას, არაადეკვატურად იქცეოდა, იგინებოდა, ისროდა ქვებს ავტომანქანის მიმართულებით, ფაქტს ჰყავს არაერთი თვითმხილველი.

ჩვენთვის ქართული ოცნებისთვის, მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თუმცა ოპონენტებისგან ვხედავთ აგრესიას, ძალადობას, პირად სივრცეში შემოჭრას, მხარდამჭერების ბულინგის მცდელობებს, ხულიგნობას – რაც ნამდვილად ქმნის პოლარიზაციას.

ეს ქმედება დაფიქსირებული აქვთ სათვალთვალო კამერებს და დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებ ოპონენტებს შეეგუონ მარცხს და ნუ ცდილობენ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან“ – აცხადებს ჯუმბერ იზორია.

აღნიშნულ თემაზე დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს შტაბში ბრიფინგი გაიმართება.

Post navigation

Previous: თითოეული მასწავლებლის შრომაზე, ჩვენი თაობების მომავალია დამოკიდებული, მათი ამაგი დაუფასებელია – დავით კოდუა
Next: ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 13.2 ათასით გაიზარდა, რაც ადასტურებს შრომის ბაზარზე ვითარების ერთმნიშვნელოვან გაუმჯობესებას, სამუშაოს შოვნის ალბათობის ზრდას და შრომითი შემოსავლებით შინამეურნეობათა კეთილდღეობის არსებით გაუმჯობესებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.