Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თითოეული მასწავლებლის შრომაზე, ჩვენი თაობების მომავალია დამოკიდებული, მათი ამაგი დაუფასებელია – დავით კოდუა

მარშალ პრესი 16/09/2024
davit kodua

დღეს საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ულოცავს, ის ს ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში დისშვილთან თედო კუხალეიშვილთან ერთად მივიდა.

„ტრადიციულად დღეს ჩემს დისშვილთან თედოსთან ერთად მივედით სკოლაში. ამ ერთგვარ ტრადიციას ჩვენი დიდი ოჯახი უკვე მეექვსე წელია ატარებს. მინდა ზუგდიდიდან სწავლის დაწყება მივულოცო თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ მასწავლებელს, რომელთა შრომაზე ჩვენი თაობების მომავალია დამოკიდებული, მათი ამაგი მართლაც დაუფასებელია.

განსაკუთრებულად ემოციურია ეს დღე პირველკლასელებისთვის და მათი მშობლებისთვის. წელს ზუგდიდში პირველ კლასში 1300-მდე მოსწავლე წავიდა – კარგი განათლების მიღებას, წარმატებებს, მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე ქვეყანაში ცხოვრებას ვუსურვებ თითოეულს!“ – განაცხადა დავით კოდუამ.

Post navigation

Previous: აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის, ხოლო წლის ბოლომდე 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება
Next: „ქართული ოცნების” წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა პარტია „ახალის“ წევრმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.