Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით 26-მდე მცირე და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

მარშალ პრესი 01/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი2

კულტურის ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში 26-მდე მცირე და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 2021-2022 წლების მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

„ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა და მიმდინარეობს 26-მდე მცირე და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის − „ერისიონის“ შენობა-ნაგებობის, სსიპ − ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ღია ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცის მოწყობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი შენობის, სსიპ − ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის, სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების − ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობისა და სხვა საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლის − კულტურის ისტორიის მუზეუმისა და სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში ახალი შენობების შეძენა, სსიპ − ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ძველი შენობის საინჟინრო/კონსტრუქციული კვლევა და გამაგრების პროექტის მომზადება. გრძელდება ლევილის ქართულ მამულში დაგეგმილი პროექტის − პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის მშენებლობა. ასევე განხორციელდა მამულის ქონების ინვენტარიზაცია“,- ნათქვამია ანგარიშში.

Continue Reading

Previous: ძმებ დავით და გურამ კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
Next: რა გააკეთა მთავრობამ კულტურის სფეროს ხელშესაწყობად – სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025