Skip to content
03/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს

მარშალ პრესი 10/09/2024
irakli kobakhidze3

რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას განვლილი 4 წელიწადი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდი შეახსენა, რომელიც, მისი თქმით, აღსავსე იყო ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევებით.

„ყველას კარგად გახსოვთ 2022 წლის მოვლენებიც. უმძიმესი ზეწოლა, რომელიც ქვეყანამ და ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გამოიარა. ყველას გახსოვთ ღია მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, გახსოვთ მოთხოვნები სანქციებთან მიერთებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის შესახებ, რომელთა გარშემოც ქუჩაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები იმართებოდა. ყველას გახსოვთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ორი მოთხოვნის არშესრულების გამო, საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ, რამაც საზოგადოებაში მაშინ სერიოზული მღელვარება გამოიწვია.

მოგვიანებით, ყველას გახსოვთ სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ, რის საფუძველზეც, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობა სცადეს. ყველას გახსოვთ ურთულესი წელიწად-ნახევარი, 2023 წლის დეკემბრამდე, რომლის განმავლობაშიც კანდიდატის სტატუსის თემა საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივების უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული. თუმცა, ისიც ყველას გახსოვთ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად ამ ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოვიდა და 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო. ასევე, ყველას გახსოვთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები, საუკუნის აფერა, უამრავი სიცრუე და ყალბი ბრალდება ლიბერალურ-ფაშისტური და ბოლშევიკური კამპანია და თავდასხმები პარლამენტარებზე, რასაც მათ ღირსებით უპასუხეს.

რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს“, – აღნიშნა მან.

Post navigation

Previous: “ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
Next: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თევზის ფესტივალი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.