Skip to content
03/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა

მარშალ პრესი 10/09/2024
1250

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან:

ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები.

„ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას, თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს, თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართვ ელო გაიმარჯვებს“, – განაცხადა კობახიძემ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

Post navigation

Previous: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და საქართველოს დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან
Next: რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.