Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს

მარშალ პრესი 09/09/2024
irakli kobakhidze

შესაძლოა, ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებების მიზანია საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ყველას ვპირდები, რომ ასეთი განცხადებები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით მოახერხა საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ყველაფრის გაანალიზება. ამ საზოგადოებას აქვს უკვე 35 წლიანი გამოცდილება, ეს საზოგადოება გამოცდილია უკვე ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნის გამოცდილება. ჩვენ ისეთი სირთულეები, ისეთი პრობლემები გამოვიარეთ ამ 35 წლის მანძილზე, რომ ყველაფერთან ერთად დავაგროვეთ საზოგადოების გამოცდილება და სწორედ, საზოგადოების გამოცდილების დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მაშინ, როდესაც საქართველო, უკრაინასთან ერთად იყო პირველი რისკის მქონე ქვეყანა მთელ ამ რეგიონში. ამის მიუხედავად, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გახსოვთ, როგორი კოორდინირებული ზეწოლა იყო, სანქციებთან მიერთება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, კულისებში რა ხდებოდა ამაზე აღარაფერს ვამბობ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ, სწორედ, საზოგადოების მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და, არა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: კამპანია „ჩემი ხმა”, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს, რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია
Next: ვერავითარი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ და აქ სასწორზე დგას მთავარი – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.