Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კამპანია „ჩემი ხმა”, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს, რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია

მარშალ პრესი 09/09/2024
irakli kobakhidze

კამპანია „ჩემი ხმა”, არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია, ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, სამწუხაროა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე, თუმცა ეს არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება.

„ეს კამპანია, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს. რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მათი საარჩევნო, სააგიტაციო მასალებიც, სადაც ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. ერთი უხეში დარღვევა არის ის, რომ საარჩევნო კამპანია ფინანსდება უცხოური ფულით და მეორე, საინტერესო არის ის, რომ ამ კამპანიაში არიან ჩართულები ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ანუ, არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფორმალურად პრეტენზია, რომ უნდა იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი და ამ დროს ის პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და ამ უხეში დარღვევის უცხოური დაფინანსება არის დამატებით საარჩევნო პრინციპების დარღვევა. ზოგადად, სამწუხარო არის ის, რომ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. კარგი არის ის, რომ ეს უცხოური უპრეცედენტო ჩარევა, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, ვერ აისახება არჩევნების შედეგებზე,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ქვეყნისგან დღეს კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტს ითხოვენ
Next: უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.