Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც

მარშალ პრესი 08/09/2024
bidzina ivanishvili

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მართლმადიდებელი ეკლესიის როლის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა ამ გზით განმტკიცდება, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ნაბიჯით არ დაკნინდება რომელიმე სხვა რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა, პირიქით, როგორც აქამდე, მომავალშიც ისევე იქნება იქნება დაცული სხვადასხვა რელიგიური კონფესია.

„ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!

თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია ცხოვრობენ, იბრძვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.

ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც – თითოეულ რელიგიური კონფესია ისევე იქნება დაცული, როგორც აქამდე, მათი თავისუფლების დაცვის გარანტი კი კვლავაც სახელმწიფო იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა.
დაბოლოს, სამცხე-ჯავახეთში თქვენ წინაშე გამოსვლა შოთა რუსთაველის სიტყვებით მინდა დავასრულო. საუკუნეების წინ ამ კუთხის შვილმა, დიდმა ქართველმა მგოსანმა, დაწერა შეგონება, რომელიც დღესაც აქტუალური და საკრალურია – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“… თქვენი ძალა და ენერგია, თქვენი შემართება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს საქართველო ისევ გაიმარჯვებს ბოროტებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება.“ – გაუცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას.

Continue Reading

Previous: მივესალმები ადამიანებს, რომელთაც ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ ამ ქვეყნის შვილები მუდამ ერთად ვდგავართ!
Next: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გვექნება მზაობა, საჭირო მომენტში ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025