Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გვექნება მზაობა, საჭირო მომენტში ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი

მარშალ პრესი 08/09/2024
bidzina21

როგორც წლების წინ, დღესაც, თქვენ წინაშე მდგომი, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნება“, მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასრულებს რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, არამედ, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი, – მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას.

ივანიშვილმა ისაუბრა დამაჯერებელი გამარჯვების მნიშვნელობაზე და საზოგადოებას დაჰპირდა ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობების დასრულებას. ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, მმართველ გუნდს ექნება შესაძლებლობა, საჭირო დროსა და მომენტში, ქვეყანა კონსტიტუციური მოწყობის ისეთ მოდელზე გადაიყვანოს, რაც საქართველოს გაერთიანებას შეუწყობს ხელს.

„გპირდებით, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში, საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები, არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, კულტურა, ისტორია და ღირებულებები, რაზეც ვიზრდებოდით ჩვენ, იზრდებიან და მომავალშიც გაიზრდებიან ჩვენი შვილები.

მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იყოს, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის პოლიტიკური ქაოსი, რომლის მოწყობასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოელ პატრონებთან ერთად მუდმივად ცდილობს.

როგორც ჩემს წინა გამოსვლებში, თქვენს წინაშეც მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მე და ჩემს გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს და საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი. გარდა ამისა, გამარჯვებისთანავე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Continue Reading

Previous: კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც
Next: დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025