Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მათზე უკვე არნახული ბულინგი დაიწყო, ორიოდე დღის წინ მათმა ბულინგმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

მარშალ პრესი 07/09/2024
zaal anjaparidze

ოპოზიციური კლასტერი ავრცელებს საკუთარ პარტიულ დღის წესრიგზე მორგებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა ცესკოს საოლქო და საუბნო კომისიებში ხელმძღვანელებად ინიშნებიან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხი, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პროვოკატორები, ვითომდა ხმების დაცვის მიზნით, ცდილობენ ცესკოს და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. “ამომრჩეველი ორ ნაწილად იყოფა: აქტიური და პასიური. ამ არჩევნებზე კი გამოჩნდა ამომრჩეველთა მესამე კატეგორიაც – ამრევები, ანუ პროვოკატორები, რომლებიც ვითომდა ხმების დაცვის მიზნით ცდილობენ ცესკოს და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან და დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ოპოზიციური კლასტერი ავრცელებს საკუთარ პარტიულ დღის წესრიგზე მორგებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა ცესკოს საოლქო და საუბნო კომისიებში ხელმძღვანელებად ინიშნებიან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ აქტიური ამომრჩევლებს ისღა დაგვრჩენია, თუნდაც სოცქსელებით მოვახდინოთ რეაგირება, ანუ “გვქონდეს ჩვენი რეაქცია!” არცერთ მსურველს რეგისტრაციაში ხელი არ შეშლია, ხოლო ნეიტრალიტეტის განმარტება საარჩევნო კანონში არაა  გაწერილი, და არც შუბლზე აწერია ვინმეს. შესაბამისი სერტიფიკატის და გამოცდილების მქონე წევრები პროფესიული ნიშნით შეირჩნენ. მათ ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მათზე უკვე არნახული ბულინგი დაიწყო. ორიოდე დღის წინ მათმა ბულინგმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,” – წერს ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის
Next: საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025