Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის

მარშალ პრესი 07/09/2024
tamar chiburdanidze

პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის, რამდენიმე პირის დაჯილდოების ფაქტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, ყველას, ვისაც კი ქართული კულტურული ძეგლების აღდგენა-შენარჩუნებაში მცირედი დახარჯა, მადლობა ეკუთვნის, თუმცა უპირველესად მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებისაც კი ეშინია.

„პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის, რამდენიმე პირი დააჯილდოვა. ასევე, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს ქართული ძეგლების რეაბილიტაციაში გაწეული დახმარებისთვის.

ბუნებრივია, ყველას მადლობა ეკუთვნის, ვინც ქართული კულტურული ძეგლების აღდგენა-შენარჩუნებაში თუნდაც მცირედს დახარჯავს, მაგრამ მადლობა უპირველესად ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ვინც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის. პრეზიდენტს ეშინია ამ სახელის ხსენების. როგორც ჩანს, უცხოეთიდან დირექტივა მხოლოდ მის ლანძღვას ეხება.

ამავე ღონისძიებაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი იდენტობა სწორედ ჩვენს კულტურულ ძეგლებში გამოიხატებაო. დიახ, ასეა და ამიტომ დასაფასებელია ყველა ის პიროვნება, ვინც ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვის იღვაწებს. უპირველესად კი სწორედ ის, ვინც არა მარტო კულტურული ძეგლების აღდგენით და აშენებით, არამედ საქართველოს გადარჩენით შეგვინარჩუნა იდენტობაც და ქვეყანაც,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა იმდენად მაზალოა, თავად რომ შეგვახსენონ – მორცხვად უტყდებათ
Next: ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მათზე უკვე არნახული ბულინგი დაიწყო, ორიოდე დღის წინ მათმა ბულინგმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025