Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

მარშალ პრესი 07/09/2024
Capture

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა
თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო
ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი
პირადად იმყოფებოდა კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში და ახალი სახანძრო
მანქანის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

სახანძრო მანქანები, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი,
ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის
ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყველა შესაბამისი თანამედროვე
ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო
სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია
აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი.

Post navigation

Previous: ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-11 სეზონს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟის მიღებით აღნიშნავს
Next: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასრულდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.