Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • კულტურა და ხელოვნება

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-11 სეზონს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟის მიღებით აღნიშნავს

მარშალ პრესი 07/09/2024
batumi art festival

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 10-15 სექტემბერს,
მეთერთმეტედ უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებიდან ჩამოსულ მუსიკოსებს და მსმენელს შესთავაზებს დაუვიწყარ დღეებს მრავალფეროვანი პროგრამით.

5 დღის განმავლობაში ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები.

დაარსების დღიდან ფესტივალის მისიაა ქვეყნის საერთაშორისო კულტურული
ინტეგრაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ქართველი ტალანტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას.

წელს პირველად, ფონდი „ლირა“, ფესტივალის ფარგლებში დააწესებს პრემიებს
გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის და შესთავაზებს მასტერკლასებს ნორჩ მევიოლინეებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი
კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს UNESCO-ს
ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟით.

ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერებია: საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის და სპორტისა სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.

Post navigation

Previous: დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
Next: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.