Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ადრონული თერაპიის ცენტრი უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და ეს რეზონანსული პროექტი ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს

მარშალ პრესი 06/09/2024
irakli kobakhidze

ცალკე აღნიშვნის ღირსია ადრონული ცენტრი, რომელიც უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ადრონული თერაპიის ცენტრზე საუბრისას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი ქვეყანას სახელს გაუთქვამს, როგორც კი მშენებლობა დასრულდება და კვლევითი პროგრამების განხორციელება დაიწყება.

„ეს არის ძალიან რეზონანსული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს დასრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ის კვლევითი პროგრამები, რომელიც განხორციელდება ადრონული ცენტრის მიერ,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. პრემიერის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ინფრასტრუქტურითა და ადგილმდებარეობით გამოირჩევა.

„მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურა, უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელიც, პირადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩია. არის უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება „ქართული ოცნება“, ოპოზიცია უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე
Next: შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025