Skip to content
26/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება „ქართული ოცნება“, ოპოზიცია უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე

მარშალ პრესი 06/09/2024
irakli kobakhidze4

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე.

„ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ოპოზიციას, ერთია არის ლელო, რომელიც ამბობს 1000 ლარიან პენსიას, მეორე არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამბობს 500 ევროიან პენსიას, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი ციფრები, რომელსაც არ აქვს არავითარი მყარი საფუძველი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გამოვდივართ დაპირებებით, ჩვენი დაპირებები ეფუძნება კონკრეტულ, რეალურ გათვლებს. ჩვენ ვითვლით იმას, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იქნება საბიუჯეტო პარამეტრები და ამის შესაბამისად, რისი საშუალება ექნება ქვეყანას პენსიების მიმართულებით თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. რაც შეეხება ოპოზიციას, ის უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, წმინდა წყლის ტყუილია, სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს აშშ-ის სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს
Next: ადრონული თერაპიის ცენტრი უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და ეს რეზონანსული პროექტი ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025