Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისინი მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაციაა, თუ რას იტყვის ამ ყველაფერზე „კოლექტიური კუბილიუსი“, ისინი დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებზე

მარშალ პრესი 06/09/2024
irakli kobakhidze

პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით განმსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, უნდა ეყრდნობოდეს  საზოგადოების განწყობებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როდესაც საუბრობენ, ეყრდნობიან ხოლმე არა ქართული საზოგადოების განწყობებს, არამედ კუბილიუსის, რასას და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს.

„ეს არის მათი ყოველდღიური დღის წესრიგი. რეალურად, პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით გამსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, უნდა ეყრდნობოდეს სწორედ საზოგადოების განწყობებს, იგივე, რა კითხვაც დაისვა, მაგალითად კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ლგბტ პროპაგანდას. ისინი რომ მოქმედებდნენ ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ისინი მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაცია არის, თუ რას იტყვის ამ ყველაფერზე „კოლექტიური კუბილიუსი“. ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, ისინი დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებზე“, –  აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ლიბერალური ფაშიზმის მორიგმა გამოვლინებამ შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ
Next: ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.